Saturday, February 28, 2015

მეექვსე დღე

დღე ტრადიციულად დავალების შემოწმებით დაიწყო. წარმოვადგინეთ მოსწავლის პრეზენტაციები და მივიღეთ სხვადასხვა შენიშვნები, რომელსაც აუცილებლად გავითვალისწინებთ.
  შევისწავლეთ შეფასების რუბრიკის შედგენა თავისი მახასიათებლებითა და
ინდიკატორებით. აღბიშნულ რუბრიკას სახლში დავასრულებთ სრულყოფილი სახით.
  ვისწავლეთ Google-Drive-ის, როგორც ელექტრონული მეხსიერების მოხმარება. ამისათვის ელექტრონული ფოსტიდან გადავედით Drive-ზე, შევისწავლეთ მასზე დარეგისტრირება, საქაღალდეების შექმნა და მათში ინფორმაციის განთავსება.კერძოდ,
შევქმენით 6 საქაღალდე, დავარქვით თითოეულს თავისი სახელი. შევედით საქაღალდე- შეფასებაში და განვათავსეთ მასში ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლეს კითხვები. შემდეგში სხვა საქაღალდეებსაც შევავსებთ.
 სახლში შევასრულებთ დავალებას: შევადგინოთ შეფასების 2 რუბრიკა: ა) პრეზენტაციის; ბ) კოლაბორაციული
 დღევანდელი დღე ნამდვილად საინტერესო და ნაყოფიერი იყო ჩემთვის.

Thursday, February 26, 2015

მეხუთე დღე

დღეს შევისწავლეთ კომენტარის გაკეთების პრინციპები, თანამშრომელთა ბლოგებზე კომენტარის გაკეთება.ვისაუბრეთ საავტორო უფლებების დაცვის აუცილებლობაზე, კერძოდ, პროექტის, პრეზენტაციის მომზადებისას აუცილებელია ბოლო გვერდზე (სლაიდზე) ინფორმაციის წყაროს მითითება,
   ვისწავლეთ მოსწავლის ბროშურის, პრეზენტაციის, გაზეთის ელექტრონული ვერსიის მომზადების წესი, კერძოდ, აუცილებელია იმ კრიტერიუმების  ზუსტი ჩამონათვალი, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს მოსწავლის მიერ მომზადებული ბროშურა, გაზეთი თუ პრეზენტაცია.აღნიშნულ პრეზენტაციას დავასრულებთ სახლში.                                       ჩემ ბლოგს დავამატე  დამატებითი- სტატისტიკის აღმნიშვნელი მონაცემები.                საკმაოდ იმედიანად დამთავრდა დღევანდელი დღე

Monday, February 23, 2015

მეოთხე დღე

   პროექტზე მუშაობა უფრო საინტერესო გახდა. დღეს ვისწავლეთ ბლოგზე მენიუს გვერდების დამატება, ჩემი ბლოგის მენიუს დავამატე 2 გვერდი- ჩემ შესახებ და გალერეა
    ვიწავლეთ პროექტის შაბლონში შეფასების ჩარჩოს სწორედ შევსება სახელმძღვანელოს დახმარებით. ასევე შევისწავლეთ ბროშურის ელექტრონული ვერსიის მომზადება.
    PoverPoint-ის დახმარებით დავიწყეთ პროექტის პრეზენტაციის მომზადება, რომელსაც სახლში დავასრულებთ.სლაიდების გაკეთება მანამდეც ვიცოდი, მაგრამ ეხლა უფრო კარგად გავიგე და ძალიან მიხარია.
    

Thursday, February 19, 2015

მესამე დღე


ვფიქრობ, დღევანდელი დღე ნაყოფიერი იყო. ვისწავლე ბლოგის დიზაინის ინსტრუმენტები,რაც დამეხმარება შევქმნა ჩემი ბლოგის ფონი
ვისწავლე ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების მომზადება ჩემი პროექტისათვის.ასევე გავეცანით შეფასების დროის ჩარჩოს მომზადებას



Saturday, February 14, 2015

მეორე დღე

ეროვნული სასწავლო გეგმის მოძებნა და პროექტის სტანდარტის შესაბამისი  შედეგებისა და ინდიკატორების კოპირება შაბლონში, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების მოძიება intel-ის სახელმძღვანელოში და კოპირება.ვისაუბრეთ ბუკლეტების როლსა და დანიშნულებაზე პუბლიკაციის მოსამზადებლად.ვისწავლეთ ბლოგის შექმნა და მასზე ინფორმაციის განთავსება. მივიღეთ დავალება მომდევნო დღისათვის-პროექტის შესაბამისი ბუკლეტის მომზადება ფურცელზე
   იმედია ყველაფერი გამომივა! 

პირველი დღე

გავიხსენეთ ფოსტასთან მუშაობა, intel-ის სახელმძღვანელოს მოძებნა და გამოყენება. გავეცანით პროექტის გეგმის შაბლონს სახელმძღვანელოში.ვისაუბრეთ ზოგადად პროექტზე და მის დანიშნულებაზე. მივიღეთ დავალება  მომდევნო დღისათვის-პროექტის სახელწოდების მოფიქრება, სამუშაოს შინაარსი,მიზანი და შესაბამისი აქტივობები