Saturday, February 28, 2015

მეექვსე დღე

დღე ტრადიციულად დავალების შემოწმებით დაიწყო. წარმოვადგინეთ მოსწავლის პრეზენტაციები და მივიღეთ სხვადასხვა შენიშვნები, რომელსაც აუცილებლად გავითვალისწინებთ.
  შევისწავლეთ შეფასების რუბრიკის შედგენა თავისი მახასიათებლებითა და
ინდიკატორებით. აღბიშნულ რუბრიკას სახლში დავასრულებთ სრულყოფილი სახით.
  ვისწავლეთ Google-Drive-ის, როგორც ელექტრონული მეხსიერების მოხმარება. ამისათვის ელექტრონული ფოსტიდან გადავედით Drive-ზე, შევისწავლეთ მასზე დარეგისტრირება, საქაღალდეების შექმნა და მათში ინფორმაციის განთავსება.კერძოდ,
შევქმენით 6 საქაღალდე, დავარქვით თითოეულს თავისი სახელი. შევედით საქაღალდე- შეფასებაში და განვათავსეთ მასში ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლეს კითხვები. შემდეგში სხვა საქაღალდეებსაც შევავსებთ.
 სახლში შევასრულებთ დავალებას: შევადგინოთ შეფასების 2 რუბრიკა: ა) პრეზენტაციის; ბ) კოლაბორაციული
 დღევანდელი დღე ნამდვილად საინტერესო და ნაყოფიერი იყო ჩემთვის.

No comments:

Post a Comment