Thursday, March 5, 2015

მეშვიდე დღე

დღე ტრადიციულად დავალების შემოწმებით დაიწყო.წარმოვადგინეთ ჩვენს მიერ შექმნილი შეფასების რუბრიკები და პრეზენტაციის შეფასების ჩეკლისტები.ვისწავლეთ როგორ შევავსოთ პროექტის გეგმაში 'შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი" და "საბაზისო უნარ-ჩვევები".
 შევისწავლეთ პორტფოლიოს შექმნა.ასევე ვისწავლეთ Driv-ზე არსებული დოკუმენტების ბლოგზე გაზიარება,   Driv-ზე  არსებულ საქაღალდეებში დოკუმენტების შეტანა,როგორც სხვადასხვა საქაღალდეებიდან, ასევე ჩვენი მეილიდან.შემდგომში ჩვენს ყველა დავალებას მოვათავსებთ ჩვენს მიერ შექმნილ პორტფოლიოში.
 სახელმძღვანელოში უნდა წავიკითხოთ 6 და7 მოდულები და მისი დახმარებით შევავსოთ პროექტის გეგმის დიფერენცირებული სწავლების ნაწილი. ამით ჩვენი პროექტის გეგმას საბოლოოდ დავამთავრებთ.

2 comments: