Thursday, March 12, 2015

მეცხრე დღე

 დღე პროექტების პრეზენტაციით დაიწყო. ყველამ სათითაოდ წარმოვადგინეთ ჩვენი მომზადებული პროექტები.ყველას პროექტი ძალიან მომეწონა!
   გული ძალიან მწყდება, რომ ტრენინგი დამთავრდა. ძალიან კმაყოფილი ვარ აღნიშნული ტრენინგით. ნასწავლს აუცილებლად გამოვიყენებ მომავალში პროექტების განსახორციელებლად.
 ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ტრენენს გიორგი არავიაშვილს, რომელმაც ძალიან დიდი შრომა და ენერგია დაგვახარჯა,რათა ყველაფერი კარგად გაგვეგო და გვესწავლა.
 დიდი მადლობა ჩემს კოლეგებს, რომელთან ერთადაც გავატარე ეს 9 დღე.
  ყველაფრით ძალიან, ძალიან კმაყოფილი ვარ!

Saturday, March 7, 2015

წყალი

მერვე დღე

დღე ძალიან საინტერესო და დატვირთული იყო. წარმოვადგინეთ ჩვენი დავალებები, რომელიც დიფერენცირებულ სწავლებას შეეხებოდა. რა თქმაუნდა შენიშვნებს გამოვასწორებთ და ჩვენს პროექტის გაგმას უფრო სრულყოფილს გავხდით.
  კიდევ ერთხელ გავიხსენეთ როგორ ხდება driv-დან ბლოგზე ან სხვა სოციალურ ქსელში დოკუმენტის (საქაღალდის) გაზიარება, ვისწავლეთ რამდენიმე ფაილის ერთად კოპირება და ჩასმა.
 შევისწავლეთ youtobe-დან ვიდეოს განთავსება ბლოგზე, ასევე ჩვენს მიერ გადაღებული ვიდეოს განთავსება ბლოგზე ან youtobe-ზე.
  მომდავნო ტრენინგისათვის უნდა გადავხედოთ ჩვენს მიერ მომზადებულ ყველა მასალას: პროექტის პრეზენაციას, მოსწავლოს პრეზენტაციას, მასწავლებლის ბუკლეტს, შეფასების რუბრიკებს, მოსწავლის პრეზენტაციის ჩეკლისტს, პროექტის გეგმას. აღნიშნული მასალები განვათავსოთ ბლოგზე არსებული პორტფოლიოს საქაღალდეებში და მოვემზადოთ პრეზენტაციისათვის.

წყალი სიცოცხლეა

Thursday, March 5, 2015

მეშვიდე დღე

დღე ტრადიციულად დავალების შემოწმებით დაიწყო.წარმოვადგინეთ ჩვენს მიერ შექმნილი შეფასების რუბრიკები და პრეზენტაციის შეფასების ჩეკლისტები.ვისწავლეთ როგორ შევავსოთ პროექტის გეგმაში 'შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი" და "საბაზისო უნარ-ჩვევები".
 შევისწავლეთ პორტფოლიოს შექმნა.ასევე ვისწავლეთ Driv-ზე არსებული დოკუმენტების ბლოგზე გაზიარება,   Driv-ზე  არსებულ საქაღალდეებში დოკუმენტების შეტანა,როგორც სხვადასხვა საქაღალდეებიდან, ასევე ჩვენი მეილიდან.შემდგომში ჩვენს ყველა დავალებას მოვათავსებთ ჩვენს მიერ შექმნილ პორტფოლიოში.
 სახელმძღვანელოში უნდა წავიკითხოთ 6 და7 მოდულები და მისი დახმარებით შევავსოთ პროექტის გეგმის დიფერენცირებული სწავლების ნაწილი. ამით ჩვენი პროექტის გეგმას საბოლოოდ დავამთავრებთ.